საქართველოს მთავრობა ძირს უთხრის ომბუდსმენის ინსტიტუტს და კანონს - ლორა თორნტონი

  11:26:05     19-11-2021

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი დირექტორი საქართველოში, ლორა თორნტონი "ქართული ოცნების" მხრიდან სახალხო დამცველის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

"ადრეც ვთქვი, რომ დამოუკიდებელი ორგანოების არარსებობა - და შემდგომი კონტროლი და ბალანსირება - საქართველოს სისუსტე იყო. ომბუდსმენის ინსტიტუტი ამ მხრივ მნიშვნელოვანი გამონაკლისი იყო. ახლა საქართველოს მთავრობა ძირს უთხრის ამ ინსტიტუტს და ორგანულ კანონს, რაც დემოკრატიის კიდევ ერთ მარცხია", - წერს ლორა თორნტონი.