გლდანის ციხეში ყოფნის ყოველი წუთი საფრთხის შემცველია - ბექა ბასილაია

  12:08:19     18-11-2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტს გლდანის მე-18 დაწესებულებაში დღეს ადვოკატები მოინახულებენ. მთავარი საკითხი ახლა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი მედიკოსების დასკვნაა.

"კონსილიუმი, რომელიც შეიკრიბა, არის მაღალი კომპეტენციის და ძალიან მაღალი რეპუტაციის ექიმებისგან დაკომპლექტებული. შესაბამისად, მათი დასკვნა არა მხოლოდ ყურადსაღებია, არამედ სავალდებულოდ უნდა იქნას გათვალისწინებული. ამ დასკვნიდან ნათლად ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში ყოფნის ყოველი წუთი მისი სიცოცხლისთვის არის საფრთხის შემცველი.

ეს დასკვნები სამართლებრივი თვალსაზრისით ჩვენს პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს. იმედს ვიტოვებ, რომ ისინი მოეგებიან გონს და იმოქმედებენ ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საუკეთესო ინტერესებით, არ გაჰყვებიან იმ პოლიტიკურ დღის წესრიგს, რომელიც ღარიბაშვილს ჰქონდა დაანონსებული, სრულიად არაჰუმანური, რომ უნდა გარდაიცვალოს თურმე", - თქვა ბექა ბასილაიამ.