კადრების გავრცელება, რომლებიც ღირსების შემლახველია, ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, მიუღებელია - ზურაბიშვილი

  22:44:01     17-11-2021

სალომე ზურაბიშვილი მესამე პრეზიდენტის მიმართ, არაადამიანური მოპყრობის ამსახველი კადრების გავრცელებას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს მიუღებელია:

"დაცულ უნდა იყოს ყოფილ პრეზიდენტის ღირსება, მისივე ქცევის მიუხედავად, რამეთუ ყოფილი პრეზიდენტი მაინც დაკავშირებულია სახელმწიფოსთან და ამ სტატუსს უნდა ეცეს პატივი, ამდენად, იმ კადრების გავრცელება, რომლებიც პატივის და ღირსების შემლახველია, ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტისთვის, კატეგორიულად მიუღებელია" აცხადებს სალომე ზურაბიშვილი საგანგებო ბრიფინგზე.