"ანალიზები საკმაოდ კრიტიკულ ზღვარზეა" - მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა
20:26:18     17-11-2021
ანალიზები საკმაოდ კრიტიკულ ზღვარზეა. ზოგჯერ ნორმალიზდება, მაგრამ ხშირად ასევე კრიტიკულ ზღვარზე გადადის - ეს განცხადება გააკეთა ექიმმა-ნევროლოგმა, ექიმთა მულტიპროფილური ჯგუფის წევრმა, თენგიზ წულაძემ მიხელ სააკაშვილის მდგომარეობის შეფასებისას.
"ჩემი აზრით, იქ მულტიპროფილური გუნდი საკმარისად არ არის. თითოეული ექიმი, რომელსაც ვესაუბრეთ საკმაოდ კორექტული და ნორმალურად მოაზროვნე ადამიანია, მაგრამ სულაც არ ნიშნავს, რომ გუნდი საკმარისია იმისთვის, რომ ასეთი რთული პაციენტი მართოს. ასეთი რთული პაციენტის მართვა კარგად შეთამაშებულ და კარგად განვითარებულ კლინიკებსაც უჭირთ" - აცხადებს ექიმი-ნევროლოგი, კომისიის წევრი თენგიზ წულაძე