"ეს რეჟიმი მიხეილ სააკაშვილს მოკლავს" - ნიკა გვარამია

  23:52:40     16-11-2021

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმებულია და ამ ყველაფრიდან გამოსავალი ვადამდელი არჩევნების გზით, რეჟიმის დასრულებაა. ამის შესახებ მან გლდანის ციხის დატოვების შემდეგ ისაუბრა, სადაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. 

"ქართული საზოგადოება უნდა შევთანხმდეთ - თუ ჩვენ რეჟიმთან ერთად ვეგუებით ამ ყველაფერს, მაშინ არაფრის ღირსები არ ვართ. თუ ჩვენ რეჟიმს არ ვეგუებით, მაგრამ ვიძახით, რომ "რა ცუდად არის, მაგრამ რა ვქნათ", მაშინ, ჩვენ ასევე არაფრის ღირსები არ ვართ. გამოსავალი არის ერთადერთი, ჩვენ ამას არ ვეგუებით, არ ვეგუებით ხმამაღლა და ვითხოვთ ამ ყველაფრის დასრულებას, მათ შორის, რეჟიმის დასრულებას, ვადამდელი არჩევნების გზით, სხვა გზა აქ არ არის, ეს რეჟიმი ამ კაცს მოკლავს, მე ამაში ეჭვი აღარ მეპარება, - თქვა ნიკა გვარამიამ.