სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართოს

  23:46:21     16-11-2021

სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია აპირებს, რომ სტრასბურგის სასამართლოს მიხეილ სააკაშვილის საქმეში მესამე მხარედ ჩართვის თხოვნით მიმართოს.

"ჩვენ გვქონია შემთხვევები, როდესაც სტრასბურგი ეთანხმება, სახალხო დამცველს რთავს მესამე მხარედ და იმედს ვიტოვებთ, რომ ამ შემთხვევაშიც მოგვეცემა საშუალება და თუ მიიღებს სტრასბურგის სასამართლო ჩვენს თხოვნას, იქ წარვადგენთ ჩვენ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით",-თქვა ნინო ლომჯარიამ.