უკრაინის სახალხო დამცველის გლდანის ციხეში შეშვების ვალდებულება არ გვაქვს - ბრეგაძე

  11:19:58     16-11-2021

"არ გვაქვს ამის ვალდებულება" - ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძე ჟურნალისტების კითხვას, რატომ არ შეუშვეს გლდანის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა. 

"რაც შეეხება არ შესვლის მიზეზს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ, რომ საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა და არ არის ამის აუცილებლობა, ჩვენ არ გვაქვს ამის ვალდებულება, შესაბამისად, როდესაც პატიმარი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში ჩვენ ვალდებული ვართ, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს ბოლომდე დაცული და როგორც უკვე მოგახსენეთ, სწორედ ამ მოტივებით ქალბატონი სახალხო დამცველი ჯერჯერობით არ იქნა შეშვებული", - თქვა მინისტრმა.