პარლამენტის 9 წევრი შიმშილობას იწყებს

  23:31:16     14-11-2021

საქართველოს პარლამენტის ცხრა ოპოზიციონერი წევრი შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბრიფინგზე აღინიშნა, შიმშილობას მიმართავენ: დავით კირკიტაძე, აკაკი მინაშვილი, თემურ ჯანაშია, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე, გიორგი გოდაბრელიძე, სულხან სიბაშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აბდულა ისმაილოვი.

"ჩვენ მზად ვართ, ჩვენი შიმშილობა მივიყვანოთ ბოლომდე, ღრმად ვარ დარწმუნებული ჩვენი ამ განცხადების მერე არაერთი პარლამენტის წევრი და ჩვენი მეგობარი საქართველოს თუ ქვეყნის გარეთ შემოგვიერთდება და შიმშილობა მიიღებს უფრო ფართო მასშტაბს."