მიხეილ სააკაშვილი გამოიყურება სუსტად, მაგრამ მზად არის ხვალინდელი შეხვედრისთვის სასამართლოში - ნიკოლოზ ყიფშიძე

  23:19:07     14-11-2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილს პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი დღეს სუსტად გამოიყურებოდა, თუმცა გუშინდელი დღისგან განსხვავებით, შეხვედრა შეძლო.

„დღეს, გუშინდელისგან განსხვავებით ქვემოთ ჩამოსვლა შეძლო მეხუთე სართულიდან, რასაკვირველია, ლიფტით. შემხვდა პაემნების ოთახში. ეს შესაძლებლობა გუშინ არ ჰქონდა. გამოიყურება სუსტად, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ მზად არის ხვალინდელი შეხვედრისთვის სასამართლოში“, - განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, სამკურნალო დაწესებულებაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხესთან დაკავშირებით, ექიმის თქმით, მას ადგილზე განუცხადეს, რომ „არავითარი კოვიდი აქ არ ყოფილა“.