კადრების გამოქვეყნება ძალიან საეჭვო და სამწუხაროა - ჰარცელი

  11:32:51     12-11-2021

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში ძალადობრივად გადაყვანის კადრების გავრცელებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს "ძალიან საეჭვო და სამწუხარო ქმედებაა".

"მინდა გითხრათ, რომ მიხეილ სააკაშვილის შესახებ კადრების გამოქვეყნება არის ძალიან საეჭვო და სამწუხარო ქმედება, რომელიც არ უწყობს ხელს სიტუაციის ჩიხიდან გამოსვლას. ამ კადრების გაშვების მიზანი არ იყო ის, რაც უნდა ყოფილიყო ყურადღების ცენტრში, ანუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფუნდამენტური უფლებების დაცვა, რაც ასევე ეხება მისი პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას და ღირსების პატივისცემას", - თქვა კარლ ჰარცელმა.