ვიდეოჩანაწერი მოწმობს მიხეილ სააკაშვილის წამებასა და შეურაცხყოფას - სახალხო დამცველი

  20:24:34     11-11-2021

ვიდეოჩანაწერი მოწმობს მიხეილ სააკაშვილის წამებასა და შეურაცხყოფას, რაც ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-3 მუხლის უხეში დარღვევაა - წერს უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავშირებით, რომლის ამსახველი ვიდეოკადრებიც დღეს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.

დენისოვა თავის ქართველ კოლეგას, ნინო ლომჯარიას ასევე მოუწოდებს, "საფუძვლიანად გამოიძიოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ მისი პირადი უსაფრთხოებისა და წამებისგან დაცვის გარემოებები". 

"საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვ მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო გადაყვანას იმ საავადმყოფოში, რომელიც აკმაყოფილებს სამედიცინო დახმარების სტანდარტებს ექიმთა კონსილიუმის ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით."- ნათქვამია ლუდმილა დენისოვას განცხადებაში.