პროგრამა ბალანსისა და იორკ თაუერსის თანამშრომლობის შესახებ

  11:47:11     09-11-2021

ბალანსი დაახლოებით ერთი წელია რაც სამშენებლო-დეველოპერული კომპანია „იორკ თაუერსის“ საბუღალტრო პროგრამაა. ბალანსი 1C-ის 8.3 პლატფორმაზეა დაწერილი, არის სრულად ქართული მინი ERP სისტემა სამენოვანი ინტერფეისით, რომელშიც ერთ სივრცეშია გაერთიანებული როგორც სამშენებლო პროცესების, ისე ფინანსებისა და ბუღალტერიის აღრიცხვა.

იორკ თაუერსი ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს და დღეს უკვე ერთ-ერთი ლიდერი სამშენებლო კომპანიაა საქართველოში. ბალანსისა და იორკ თაუერსის თანამშრომლობის შესახებ, კომპანიის ფინანსური მენეჯერი - გია კერესელიძე საუბრობს.

გია კერესელიძე, იორკ თაუერსის ფინანსური მენეჯერი:

„ჩვენი კომპანია ყოველწლიურად ვითარდება, ამ ეტაპისთვის გვაქვს 2 საინვესტიციო პროექტი და 3 მიმდინარე მშენებლობა. ჩვენი მიზანია ავითვისოთ ქართული ბაზრის უფრო და უფეო დიდი წილი და დავასაქმოთ რაც შეიძლება მეტი თანამშრომელი. როგორც წესი, ჩვენს პროექტებზე ვასაქმებთ ადგილობრივ მოსახლეობას, ამჟამად დასაქმებული გვყავს 150-ზ მეტი თანამშრომელი.

მშენებლობა 1 წლის წინ - 2020 წლის სექტემბერში დავიწყეთ, გვჭირდებოდა სისტემა, რომელშიც აღვრიცხავდით ფორმა 2-ებს, შევიტანდით ინფორმაციას ფორმა 29-ებიდან. ძველ პროგრამაში რთული აღმოჩნდა ამ ყველაფერის გაკეთება, ამიტომ დავიწყეთ ინფორმაციის მოძიება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ბალანსი სრულად ფარავდა ჩვენს მოთხოვნებს სამშენებლო პროცესების აღრიცხვასთან დაკავშირებით“

რომელი პროცესების აღრიცხვისთვის იყენებთ ბალანსს?

„ბალანსში მუშაობა დავიწყეთ დაახლოებით წელიწადის წინ. დავნერგეთ, გადმოვიტანეთ ბაზა ძველი პროგრამიდან... დღეს ბალანსში აღვრიცხავთ ყველაფერს: ვაკონტროლებთ საწყობებს და ნაშთებს, აღვრიცხავთ რა პროდუქცია მიიღო მშენებლობამ, ფორმა 2-ები ფორმა29-ები შეგვაქვს და ბალანსიდან ვახდენთ ჩამოწერას - რომ შევაჯამო, ნაშთების კონტროლის კუთხით ერთ-ერთი საუკეთესოა ეს პროგრამა.

ბუღალტერია და ფინანსებიც სრულად ბალანსში გვაქვს: მარტივად ვაკეთებთ ნებისმიერ  ტრანზაქციასა თუ დარიცხვას. ბალანსი ინტეგრირებულია rs.ge-სთან, შესაბამისად ძალიან გამარტივებულია  დეკლარაციების ჩაბარება. ასევე, ამ პროგრამას აქვს ინტეგრაცია ონლაინ ბანკებთან, შეგვიძლია ბანკის ტრანზაქციებს პირდაპირ ჩამოწერა, რომელიც შემდეგ ავტომატურად ტარდება ბალანსში“

 

როგორ შეაფასებდით ბალანსში მუშაობას?

ბალანსმა გაგვიმარტივა აღრიცხვა - ერთიორად გვიზოგავს დროს. მოქნილი გახდა ინფორმაციის გაცვლა ბუღალტერიასა და სამშენებლო პროექტს. რეპორტები გვაქვს ლაივ რეჟიმში და შეგვიძლია ნებისმიერ დროს ვნახოთ რა ნაშთი აქვს ობიექტს, ასევე რა არის საწყობში.

რაც შეეხება დეკლარაციებს, ბალანსში ავტომატურად ივსება დეკლარაციისათვის საჭირო ყველა ინფორმაცია და შემდეგ ექსელით პირდაპირ იტვირთება RS.ge-ზე“ - აღნიშნავს გია კერესელიძე.

გარდა სამშენებლო პროცესების აღრიცხვისა, ბალანსი იდეალურია წარმოებისთვის, სასაწყობე მეურნეობებისთვის, ვაჭრობისთვის. ამასთან, შეიძლება ითქვას, რომ ბალანსი არის Online მაღაზიის პროგრამა, რადგან აქვს ღია ინტეგრაციის პროტოკოლი - Open API. ეს ნიშნავს, რომ ის ინტეგრირდება ecommerce პლატფორმებთან. შედეგად ონლაინ პლატფორმასა და ბალანსს შორის ხდება მონაცემების ავტომატური გაცვლა გაყიდვებისა და ნაშთების შესახებ.. ბალანსის 1C დემო ვერსია შეგიძლია ნახოთ ოფიციალურ საიტზე - www.balance.ge დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბალაnსის გუნდს - +995 596 105 890.