ღეს მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების პრობლემა არის კიდევ უფრო დიდი, ვიდრე იყო მანამდე, ამიტომ არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას - ელენე ხოშტარია
11:39:28     09-11-2021
შიმშილობის მე-7 დღე - "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ბრძოლა გრძელდება და ის პროტესტის ამ უკიდურესი ფორმის შეწყვეტას არ აპირებს.
"რაც შეეხება ჩემი ბრძოლის ფორმას. მე ვთქვი თავიდანვე, რომ მე ვიშიმშილებ მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე არ მოიხსნება. დღეს მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების პრობლემა არის კიდევ უფრო დიდი, ვიდრე იყო მანამდე. ამიტომ არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას. ვაგრძელებ შიმშილობას.
ერთადერთი რადგან პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა, თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს.
ახლა მე არ ვიღებ მედიკამენტებს. თუ მე, ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ ეს არის სიკვდილის ზღვარი, იმ შემთხვევაში მივიღებ წამლებს. იმიტომ, რომ მე არ ვაპირებ არც დანებებას, არც სიკვდილს, არც ბრძოლის შეწყვეტას, მე ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით", - ამბობს ელენე ხოშტარია.