"ჭკუასუსტები, უნამუსოები, არაადამიანები და არ ვიცი ვინ არიან" - მამა ათინოგენეს მონასტერში არ უშვებენ

  10:57:16     05-11-2021

სალხინოში დაპირისპირება და ხმაური გრძელდება. სამართალდამცველები ბალდის მამათა მონასტრის ყოფილ წინამძღვარს, მამა ათინოგენეს მონასტერში არ უშვებენ. ცოტა ხნის წინ პოლიციელებმა ტერიტორიიდან მისი გაყვანა ძალის გამოყენებით სცადეს, თუმცა მრევლმა ამის შესაძლებლობა არ მისცათ.

"ჭკუასუსტები, უნამუსოები, არაადამიანები და არ ვიცი ვინ არიან. აქ მილიცია დგას, ჩამოყვანილები. ვიღაცეებს უშვებენ მონასტერში და ჩვენ არ გვიშვებენ. გზას ნუ კეტავო, იმგენისთვის გზა ღიაა, ჩვენთვის დაკეტილია. 

ყველაფერი ჩაშლილი არ არის?! ამ ქვეყანაში რა არ არის ჩაშლილი გამაგებინეთ, ამ ქვეყანაში რამე ჩაშლილის და ჩანაგავებულის გარდა იცით რამე?! რამე არი?!" - თქვა მამა ათინოგენემ.