ექსკლუზიური ფოტორეპორტაჟი ქსნის #15 კოლონიიდან

  18:02:26     22-08-2011

ქსნის #15, ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, ექსპლუატაციაში 2010 წლის 19 აპრილს შევიდა, თუმცა დღემდე იგი დაწესებულებაში მყოფი პატიმრების, სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომლებისა და ადამიანის უფლებათა დამცველების მეტს არავის უნახავს. „პრესა.ჯი“ ექსკლუზიურად გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს ქსნის #15 დაწესებულებიდან.

#15 სასჯელაღსრულებითი დაწესებულება 2200 მსჯავრდებულზეა გათვლილი. იგი სამ საცხოვრებელსა და ერთ ადმინისტრაციულ კორპუსს აერთიანებს. ტერიტორიაზე რამდენიმე სპორტული მოედანია განთავსებული. ყველა საკანს აქვს იზოლირებული სველი წერტილი, საპირფარეშო, გათბობა, სავენტილაციო სისტემა და სათავსოები. დაწესებულებაში ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი, რომელიც მოიცავს ოცდაშვიდსაწოლიან სტაციონარს, სამანიპულაციო ოთახსა და სტომატოლოგიურ კაბინეტს. კომპლექსის ტერიტორიაზე მდებარეობს მაღაზია, სადაც მსჯავრდებულებს პლასტიკური ბარათის საშუალებით შეუძლიათ სურსათისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენა.

დაწესებულებაში, ასევე, განთავსებულია მცირე საწარმო _ პურის საცხობი, რომელშიც მსჯავრდებულები არიან დასაქმებული და ყოველთვიურად შესაბამის ანაზღაურებას იღებენ. საწარმოში გამომცხვარი პურით ქსნის #15 და მის გვერდით მდებარე ტუბერკულიოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება მარაგდება. სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ, უმაღლეს სასწავლებლებთან დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, პროფესორები ყოველკვირეულად ატარებენ ზოგადსაგანმანათლებლო ლექციებს. მსჯავრდებულთათვის ხელმისაწვდომია ბიბლიოთეკაც, რომელიც პერიოდულად მდიდრდება სხვადასხვა ჟანრის მხატვრული და სამეცნიერო ლიტერატურით. ქსნის #15 დაწესებულებაში ასევე ამოქმედდა ვიდეო პაემანი და ხანგრძლივი პაემანი.

სურათი 2: საკანი

სურათი 3: სასადილო

სურათი 4: სამზარეულო

სურათი 5: პურის საცხობი

სურათი 6: შიდა ეზო

სურათი 7: სტომატოლოგიური კაბინეტი

სურათი 8: მაღაზია

სურათი 9: ლექცია

სურათი 10: პაემნის ოთახი