5 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში Pfizer-ის ვაქცინით აცრა დაიწყო
11:04:21     03-11-2021
ამერიკაში 5-დან 11 წლამდე ბავშვების Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აცრა დაიწყო აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) გადაწყვეტილებას მხარი სრულად დაუჭირა. ქვეყანაში 5-დან 11 წლის 28 მილიონამდე ბავშვი ცხოვრობს.
CDC accepted the Advisory Committee on Immunization Practices’ (ACIP) recommendation that children ages 5–11 be vaccinated against #COVID19.
— CDC (@CDCgov) November 3, 2021
The COVID-19 vaccine authorized for this group is over 90% effective at preventing COVID-19.
More: https://t.co/cX2X5nMns7
ექსპერტები ამბობენ, რომ ახალგაზრდების აცრა აუცილებელი იქნება ნორმალურ ცხოვრებაში დასაბრუნებლად.
FDA-ს ოფიციალურმა პირებმა დაადგინეს, რომ ვაქცინა იყო დაახლოებით 91%-ით ეფექტური Covid-ის პრევენციაში მცირეწლოვან ბავშვებში. კვლევაში სერიოზული გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.
5-დან 11 წლამდე ბავშვებს მოზრდილთა დოზის მესამედს გაუკეთებენ, ხოლო მეორე დოზას პირველიდან 3 კვირის შემდეგ.