3 ნოემბრის კოვიდსტატისტიკა - 49 გარდაცვლილი და 6 024 ახალი შემთხვევა

  11:00:50     03-11-2021

საქართველოში კორონავირუსის 6 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 49 ადამიანი, 3 818 კი გამოჯანმრთელდა.

დღე-ღამის განმავლობაში ჩატარდა 58 291 კვლევა, აქედან 36 465 ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 21 826​ ​PCR-ით. 2 ნოემბერს აიცრა 3 868 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 10,33%-ია, ბოლო 14 დღის - 9,13%-ია, 7 დღის - 9,46%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით განაწილება ასეთია:

  • თბილისი - 2 237 შემთხვევა;
  • აჭარა - 229;
  • იმერეთი - 1 148;
  • ქვემო ქართლი - 417;
  • შიდა ქართლი - 508;
  • გურია - 183;
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 401;
  • კახეთი - 553;
  • მცხეთა-მთიანეთი - 124;
  • სამცხე-ჯავახეთი - 163;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 61.