ერთი თვე უკვე შესრულდა რაც ის შიმშილობს - მესამე პრეზიდენტს ადვოკატები ხვდებიან

  11:10:46     01-11-2021

ამ წუთებში რუსთავის ციხეში მესამე პრეზიდენტს უფლებადამცველები ხვდებიან. დღესვე მის მონახულებას აპირებენ თანაგუნდელებიც. მთავარი ის გზავნილი იქნება, რასაც ციხიან გამოსული ადვოკატები გამოიტანენ - რას ფიქრობს მიხიელ სააკაშვილი არჩვნების მეორე ტურზე და მიმდინარე მოვლენებზე.

"ბუნებრივია მისი პოზიცია ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, ამავდროულად მისი ანმრთელობის მდგომარეობით ვართ უაღრესად შეშფოთებული და დაინტერესებული. ერთი თვე უკვე შესრულდა რაც ის შიმშილობს. ამავდროულად, ქართველი ხალხის, ქართველი საზოგადოების ვალია და ეს ვალი უნდა შევასრულოთ პირნათლად, რომ პუტინის მძველობიდან მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, საქართველოს მთავარი რეფორმატორი გავათავისუფლოთ კანონიერი გზებით", - თქვა ბექა ბასიალიამ.