"დემოკრატიული ქვეყნები პრეზიდენტებს ციხეში არ უშვებენ" - დევიდ სმიტის განცხადება

  11:04:03     01-11-2021

საქართველოში საერთაშორისო უსაფრთხოების მრჩეველთა საბჭოს ყოფილი წევრი, საქართველოს უშიშროების საბჭოსა და თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მრჩეველი, დევიდ სმიტი მიხეილ სააკაშვილის დაკავებასა და შიმშილობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, 2003 წლის რევოლუციის ლიდერი, კაცი, რომელმაც დაამტკიცა, რომ პოსტსაბჭოთა დემოკრატია შესაძლებელია, საქართველოს ციხეში სიკვდილთან ახლოს არის. ის 2 ოქტომბრიდან შიმშილობს. გარდა ადამიანური ტრაგედიისა, მისი გარდაცვალება შესაძლოა, გლობალურ პოლიტიკურ კრიზისში გადაიზარდოს - საქართველოს ახლანდელი მთავრობა, რისკავს, რომ პოლიტიკური პატიმარი მათ ხელში მოკვდეს. სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან და გადაიყვანონ მაღალტექნოლოგიურ კლინიკაში დაუყოვნებლივ. მას დაუყოვნებლივ უნდა აღუდგინონ საქართველოს მოქალაქეობა"  - ნათქვამია განცხადებაში.