ნიკოლოზ სააკაშვილის მიმართვა შვილს - შენმა შიმშილობამ დიდი გავლენა მოახდინა ამომრჩევლის მობილიზაციაზე... დროა, შეწყვიტო პროტესტის ეს ფორმა
00:24:54     31-10-2021
მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი Facebook-ზე შვილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიმართავს და წერს, რომ მისმა შიმშილობამ ამომრჩევლის მობილიზებაზე დიდი გავლენა მოახდინა, რაც შედეგებზეც აისახა.
"მიშა მე ვთვლი რომ შენმა შიმშილობის 30 დღიანმა უმაგალითო პროტესტმა დიდი გავლენა მოახდინა ამომრჩევლის მობილიზაციაზე, რაც შედეგზე დადებითად აისახა. დროა შეწყვიტო პროტესტის ეს ფორმა და ძალები მოიკრიფო. ხალხს გვერდზე დგომა სჭირდება",-წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.