მრცხვენია იმ უმადური ქართველების გამო, რომლებიც ვერ ხედავენ, რა გააკეთა ქვეყნისთვის მიხეილ სააკაშვილმა - უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი

  10:30:34     29-10-2021

უკრაინელი ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება უსამართლობაა. 

"ვთვლი, რომ უსამართლობა სააკაშვილის დაპატიმრება, პრეზიდენტის, რომელმაც ამდენი გააკეთა თავისი ქვეყნისთვის და სიღარიბესა და კრიმინალში ჩაფლული ქვეყანა სამაგალითოდ აქცია. მინდა რომ მალე გათავისუფლდეს, რომ მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდეს.

მე გამაბრაზა არა იმან, რომ არ შემიშვეს საქართველოში, არამედ გავბრაზდი იმ ადამიანების გამო, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება თავდახრილებმა შემატყობინეს და თვალს ვერ მისწორებდნენ, რადგან ეს მათთვისაც უხერხული იყო. მე მრცხვენია საქართველოს ხელისუფლების საქციელის გამო, იმ უმადური ქართველების გამო, რომლებიც ვერ ხედავენ, რა გააკეთა სააკაშვილმა ქვეყნისთვის. იმედი მაქვს, სიკეთე ამჯერადაც გაიმარჯვებს. მე კი კიდევ ჩამოვალ საქართველოში და სააკაშვილი, რომელიც გამორჩეული პრეზიდენტი და რეფორმატორია თავისუფალი იქნება", - თქვა დიმიტრი გორდონმა.