რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა
11:22:27     28-10-2021
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან გუშინ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ემიგრანტები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკურ ტყვეობაში ყოფნა გააპროტესტეს და მის გათავისუფლებასთან ერთად, სამოქალაქო კლინიკაში დროული ჰოსპიტალიზაცია მოითხოვეს.
მათი თქმით, შესაძლოა, ამდენხნიანი შიმშილობის შემდეგ, ისეთი შედეგი დადგეს, რასაც ადგილზე დახმარების გაწევა ვეღარ უშველის.