მიხეილ სააკაშვილისთვის საპატიმრო პირობების დამძიმება ყოველდღიურად ხდება - ბექა ბასილაია

  11:20:19     28-10-2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის საპატიმრო პირობები ყოველდღიურად მძიმდება.

როგორც უფლებადამცველმა აღნიშნა, სწორედ ამის მიზეზია ის, რომ მესამე პრეზიდენტი შიმშილობის კიდევ უფრო მძიმე ფორმაზე გადადის და ყველანაირ მკურნალობაზე უარს ამბობს. 

"იქ სადაც მიხეილ სააკაშვილი ამჟამად იმყოფება, ყოველდღიურად ხდება დამძიმება საპატიმრო პირობების. მთლიანად მინის კედელი ამოაშენეს და ფაქტიურად ადვოკატსა და კლიენტს შორის უშუალო კომუნიკაციის შესაძლებლობა მოსპეს. ამან მიხეილ სააკაშვილში პროტესტი და ის გადადის შიმშილობის კიდევ უფრო მძიმე ფორმაზე", - აღნიშნა ბექა ბასილაიამ.