100-ლარიანი საპენსიო დანამატი ყველა თბილისელ პენსიონერს - თბილისის მერობის საერთო ოპოზიცირი კანდიდატი ნიკა მელია
00:23:08     27-10-2021
დამატებით 100 ლარი ყველა პენსიონერს - თბილისის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, ნიკა მელიამ საკუთარი საარჩევნო დაპირების მნიშვნელობაზე "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.
"რეალობას გავუსწორეთ თვალი. დედაქალაქში გვყავს 232 000 დამსახურებული პენსიონერი. თუკი რამეთი გამოირჩევა დედაქალაქი, გამოირჩევა ცხოვრების სიძვირით. გადაადგილება, კომუნალური გადასახადები, ტარიფები ძვირია. ამ ქალაქში ცხოვრება 240 ლარად შეუძლებელია. ეს სიმართლეა და ამას ჩვენ თვალს ან გავუსწორებთ ან არა!
"გირჩმა" სკლუპულოზურად დაითვალა, დავსხედით, დავითვალეთ და ხარჯის ოპტიმიზაცია შესაძლებელი არის. ხარჯის ოპტიმიზაციის ხარჯზეც კი შესაძლებელია, რომ ეს პრობლემა გადავუწყვიტოთ ადამიანებს. ჩვენ მას შემდეგ, რაც გვექნება ბერკეტი, დიახ, ვთქვით, რომ სანამ ცენტრალურ ხელისუფლებას შევცვლით, დედაქალაქის მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას ყველა პენსიონერს გაეზარდოს პენსია 100 ლარით,"- თქვა ნიკა მელიამ.