46 გარდაცვლილი და 1 942 ახალი შემთხვევა - 25 ოქტომბრის კოვიდსტატისტიკა

  11:08:13     25-10-2021

ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 942 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 46 ადამიანი.

დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსისგან 4 650 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით: 

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 694 182
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული - 635 611 
  • მათ შორის გარდაცვლილი - 9 788
  • ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 22 847 მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13 643 , PCR ტესტით - 9 204
  • დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 8,5%, ბოლო 14 დღის - 9,05%, ბოლო 7 დღის - 9,04%
  • სულ აცრილია - 1 950 693, დღიურად აცრილია - 1 877
  • კარანტინის რეჟიმში - 51
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 6 166
  • კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 1 022