ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა კარავი დადგეს

  11:02:06     25-10-2021

რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა კარავი დადგეს.  5 სამოქალაქო აქტივისტი ააპირებს, რომ 24 საათის განმავლობაში სასჯელაღრსულების დაწესებულებასთან დარჩეს. ისინი პროტესტს მანამდე გააგრძელებენ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ მათი პროტესტი კანონის ჩარჩოში ჯდება და დისტანციაც დაცულია - კარავი ადმინისტრაციული შენობიდან 25 მეტრის დაშორებით დაიდგა.