ციხის ფანჯარასთან გამოჩენის გამო, იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო
23:40:02     22-10-2021
მიხეილ სააკაშვილის ციხის ფანჯარასთან გამოჩენის გამო, იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. ადვოკატების ინფორმაციით, თუკი გენინსპექცია კანონდარღვევას დაადგენს, შეიძლება მესამე პრეზიდენტს, წაართვან ტელევიზორი და აუკრძალონ ვიზიტორების მიღება.
"ნაცვლად იმისა, რომ 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი ჩაატარონ, ნაცვლად იმისა, რომ პიჯაკების საქმეზე პროცესი ჩანიშნონ, ნაცვლად იმისა რომ საზღვრის კვეთის საქმეზე წინასასამართლო პროცესი განსაზღვრონ, ხელისუფლება დაკავებულია იმის კვლევით, მიხეილ სააკაშვილმა როდის მიიღო შხაპი, შხაპის მიღების დროს სარკმელთან რატომ იყო და ა.შ. ეს ყველაფერი კომიკურია.
ღარიბაშვილი იმდენად გამწარდა, რომ ვერ უზრუნველყო მიხეილ სააკაშვილის სრული იზოლაცია გარესამყაროსგან, პენიტენციური სამსახურის უფროსს ყური აუწია და დაავალა რაღაც ღონისძიებები გადაედგათ. რაღაც მოკვლევაზე საუბრობენ", - ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.