ჭორვილაში , მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ - აქტივისტებს ოლიგარქის სახლთან არ უშვებენ
23:29:46     21-10-2021
ხმაურია ამ წუთებში ჭორვილაში, სადაც აქტივისტებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, ოლიგარქის სახლთან არ უშვებენ.
მათ აქვთ ბანერები წარწერით - "თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს" და ამბობენ, რომ აუცილებელია, მიხეილ სააკაშვილი თავისუფალი იყოს და ამის შესახებ ინფორმაცია ოლიგარქმა ივანიშვილმაც უნდა მიიღოს.
ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ოცნების" ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა. ის უკვე 21-ე დღეა, საპატიმროში შიმშილობს