"შეიძლება ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ყოველდღე ვძლიერდები" - მიხეილ სააკაშვილის წერილი "შეიძლება ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ყოველდღე ვძლიერდები" - მიხეილ სააკაშვილის წერილი /> "/> " />


  20:16:00     21-10-2021

"შეიძლება ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ყოველდღე ვძლიერდები" - მიხეილ სააკაშვილის წერილი

16348330451627564458-სააკაშვილი34.jpg

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართავს და მადლობას უხდის.

"დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს გავლით იყვნენ ციხესთან და ბედმა გამიღიმა, შევძელი მათთვის დამეყვირა - "მიყვარხართ" და იმედია, ამ სიტყვამ თქვენს ყურამდე მოაღწია. დიახ, მიყვარხართ ყველა თავისუფლებისმოყვარე ქართველი და მიყვარხარ საქართველო! შეიძლება ყოველდღე ფიზიკურად ვსუსტდებოდე, მაგრამ მორალურად ნამდვილად ასევე ყოველდღე ვძლიერდები", - წერს მიხეილ სააკაშვილი.


ავტორი: პრესა.ჯი