მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონოდ კვეთისთვის ბრალს წარუდგენენ

  20:07:13     20-10-2021

საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და მიმდინარეობს ბრალის წარდგენის სამართლებრივი პროცედურები - განცხადებას ამის შესახებ, მთავარი საგამოძიებო უწყება ავრცელებს.