დაინიშნოს ნამდვილი სასამართლო - ბრაიზა მიხეილ სააკაშვილზე
23:38:12     18-10-2021
შეერთებული შტატების ყოფილი დიპლომატი, მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებით საქართველო მორიგ პოლიტიკურ კრიზისშია. მისი თქმით, კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი გზა შესაძლოა ახალი სასამართლოს დანიშვნა იყოს.
"ერთი არჩევანი შეიძლება ის იყოს, რომ დაინიშნოს ნამდვილი სასამართლო იმ ბრალდებებზე, რომლებიც მას წაყენებული ჰქონდა. ახლა ის ხომ ქვეყანაშია, ციხეშია. იმედია საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომ კანონის უზენაესობას მიყვეს და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ იქნება მიღებული, როგორც სამართლიანი - იყოს სამართლიანი ბრალის დამტკიცება ან გათავისუფლება",- თქვა მეთიუ ბრაიზამ.