ბენ ჰოჯსეი - ერთადერთი, ვინც სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაციით სარგებელს ნახულობს, კრემლია
22:22:02     18-10-2021
ამერიკელი გენერალი და შეერთებული შტატების ევროპული ჯარების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ ერთადერთი ვინც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციით სარგებელს იღებს კრემლი და მისი მხარდამჭერები არიან.
ქართველი ადამიანების უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დამოკიდებულია არ მხოლოდ თქვენს მეგობრებზე დასავლეთიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. ქართველი მოქალაქეები უნდა იყვნენ ძალიან ძლიერი, რუსულ კორუფციას უნდა ებრძოლოთ და უნდა გყავდეთ წარმატებული ინსტიტუციები, ეს არ ხდება იმიტომ, რომ თქვენ უბრალოდ გაახაროთ აშშ, ეს ხდება იმისთვის, რომ ქართველებმა თავი დაიცვან კრემლის აგრესიისგან და ერთადერთი ხალხი, ვინც სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაციისგან სარგებელს ნახულობს, ეს არის კრემლი და კრემლის მხარდამჭერები,-თქვა ბენ ჰოჯსემა