"მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, ერთადერთი, შემიძლია გითხრათ, რომ..." - ყოფილი ვიცე-მერის კომენტარი მოკლულ ქალთან დაკავშირებით

  21:33:54     18-10-2021

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის განცხადებით, თბილისში მოკლულ ქალთან კონტაქტი ბოლოს 6 თვის წინ ჰქონდა.

„მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, ერთადერთი, შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მე ის საერთოდ არ მინახავს, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა ზურაბ ბერიძემ.

თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე მოკლული ქალი ანასტასია შატალოვაა. არსებული ინფორმაციით, მას ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან მცირეწლოვან შვილთან დაკავშირებით დავა ჰქონდა.

შატალოვა წუხელ, გვიან ღამით მოკლეს. მეზობლებმა რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს და დაინახეს შემთხვევის ადგილიდან გაქცეული მამაკაცი.