"ორივე აცრა შეიძლება გაიკეთოთ ერთ დღეს" - ამირან გამყრელიძე

  19:53:28     18-10-2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, სეზონური გრიპის აცრები უკვე დაწყებულია და მისი გაკეთება კოვიდ ვაქცინასთან ერთადაცაა შესაძლებელი.

"ორივე აცრა შეიძლება გაიკეთოთ ერთ დღეს. ერთ მკლავზე გრიპის, მეორე მკლავზე კოვიდის ვაქცინა, მაგრამ თუ ერთ დღეს არ იკეთებთ, მაშინ დაიცავით ორკვირიანი შუალედი. ასეთია ჩვენი იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება" - ამბობს გამყრელიძე.