თბილისში ქალი მოკლეს

  10:49:38     18-10-2021

თბილისში, კამანის ქუჩაზე ქალი მოკლეს - ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს რამდენჯერმე ესროლეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.