"მორალურად კარგადაა, მაგრამ ფიზიკურად უჭირს გადაადგილება"- მიხეილ სააკაშვილი დღეს შესაძლოა ექიმმა მოინახულოს

  10:46:16     18-10-2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე მე-18 დღეა შიმშილობს. მას უჭირს გადაადგილება და საუბარი. დამძიმებული მდგომარეობის გამო კონსილიუმი შესაძლოა არა ხვალ, არამედ დღესვე შეიკრიბოს. 

"მორალურად კარგადაა, მაგრამ ფიზიკურად უჭირს გადაადგილება. ამის შემდეგ მე ვფიქრობ, რომ რაც ადრე შედგება ეს კონსილიუმი, მით უკეთესი იქნება. ჩემი აზრით, ჩვენ უკვე მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ჩქარა უნდა გადავიყვანოთ კლინიკაში პრეზიდენტი. გაკეთდება უფრო მოცულობითი ანალიზები, რომლებიც უფრო კარგად მოგვცემს საშუალებას გავიგოთ, თუ რაშია საქმე. მე გადავეცი კონსილიუმის თხოვნა, რა ანალიზები უნდა ჩატარებულიყო, მათ იციან უკვე ზუსტად", - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.