ავლაბარში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა

  10:44:02     18-10-2021

ავლაბარში საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოინგრა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა არმაზის შესახვევში მოხდა.

შენობას კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს და ავარიულია. მასში რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს.

ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა.