დედაქალაქში არსებული მშენებლობის აბსოლუტური უმრავლესობა საშუალო სიმძლავრის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს - სპეციალისტების შეფასება
00:27:46     12-10-2021
სპეციალისტების შეფასებით, დედქალაქში ცხოვრება სიცოცხლისთვის მაღალი რისკის შემცველია. ამბობენ, რომ დედაქალაქში არსებული მშენებლობის აბსოლუტური უმრავლესობა საშუალო სიმძლავრის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს. საუბარია არა მხოლოდ ძველ, არამედ ახალი კორპუსებზეც.
"თბილისის გეოლოგიიდან და იმ პრობლემებიდან გამომდინარე, რაც ბუნებრივი საფრთხეების კუთხით აქვს თბილისს, პლუს ამ სამშენებლო პოლიტიკით, პირდაპირ გეტყვით, ცხოვრება უსაფრთხოდ აღარ მიმაჩნია" - თქვა თეა გოდოლაძემ.
თბილისის მერიაში აღიარებენ, რომ დედაქალაქში ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ ავარიული შენობებია. დედაქალაქის ვიცე-მერის მტკიცებით, უკანონო მშენებლობებს კანონი არეგულირებს.
"ავარიული შენობები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემაა ჩვენი ქალაქისთვის, შესაბამისად როდესაც გავაკეთეთ პრეზენტაცია, თუ მომდევნო 4 წლის განმავლობაში რა უნდა იყოს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტი, სწორედ ეს პროგრამა წარვადგინეთ. საკანონმდებლო დონეზე, ეს დარეგულირებულია, კერძოდ, მიშენება, დაშენება და თვითნებურად მზით კონსტრუქციებში ჩარევა აკრძალული და დაუშვებელია. ეს არის გამოვლენის და მონიტორინგის საკითხე" - თქვა ირაკლი ხმალაძემ.