ტყიბულის ერთ-ერთ სოფელში ეკლესია დაარბიეს და გაქურდეს

  22:17:02     11-10-2021

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში არსებული ეკლესია უცნობმა პირებმა გატეხეს. არსებული ინფორმაციით, ტაძარი დაარბიეს და მხოლოდ შანდალი მოიპარეს.

მეუფე გიორგი ამბობს, რომ ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ასევე სოფლის სასაფლაოებზე არსებული საგნებიც მოიპარეს.

დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არკვევენ.