"მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი" - მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია კანადაშიც გაიმართა

  11:28:00     11-10-2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია კანადაშიც გაიმართა.

ქართველი ემიგრანტები ტორონტოში შეიკრიბნენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტის პატიმრობა გააპროტესტეს.

"მიხეილ სააკაშვილი დღეს უკანონო პოლიტპატიმარია ოლიგარქი ივანიშვილის და პუტინის. ჩვენ მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ეს ის პრეზიდენტია, რომელმაც საქართველოს წუმპიდან ამოიყვანა, ჩვენი ქვეყანა ქვეყანად აქცია. ეს ის პრეზიდენტი, რომელმაც მსოფლიოს დაანახა, რომ არსებობს ერთი პატარა სამოთხე, რომელსაც საქართველო ჰქვია", - თქვა აქციის მონაწილემ.