10 წელში დაშენებაზე ნებართვა არ გაგვიცია - ბათუმის მერია
20:02:00     08-10-2021
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ერთი სადარბაზოს მთლიანად ჩამოშლასთან დაკავშირებით ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ბათუმის მერიას არ გაუცია ნებართვა დაშენებასთან დაკავშირებით. მათივე თქმით, აღნიშნული კორპუსი არ იყო ამორტიზებული.
"ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.
მოგახსენებთ, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ბათუმის მერიას არ გაუცია ნებართვა დაშენებასთან დაკავშირებით. ასევე, აღნიშნული კორპუსი არ იყო ამორტიზებული.
ყველა ოჯახი გადაყვანილი იქნება ალტერნატიულ ფართში და გაეწევა შესაბამისი დახმარება", - წერია მერიის განცხადებაში.