ზუგდიდში, პირველივე ტურში მოპოვებული გამარჯვება ოპოზიციას, საოლქო კომისიამ წაართვა - ნიკა მელია
10:49:36     08-10-2021
ზუგდიდში, პირველივე ტურში მოპოვებული გამარჯვება ოპოზიციას, საოლქო კომისიამ წაართვა - ამის შესახებ ნიკა მელია სპეციალურ ფეისბუქ მიმართვაში საუბრობს.
იქ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ნიკა მელია დღეს სამეგრელოში ჩავიდა და ადგილზე გეგმავს სიტუაციას გაეცნოს.
"გუშინ ღამე ქართული ოცნება ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიკრიბა, უკანონოდ გადათვალეს ხმები ქურდულად, საარჩევნო ზონდერებმა და ერთ- ერთ გამარჯვებულ მაჟორიტარს პირველივე ტურში, ხმების გადათვლის შემდგ ჩაუთვალეს მარცხი"- ამბობს ნიკა მელია.