თიანეთში მამამ შვილი დანით მოკლა - დაკავებულია 81 წლის კაცი
11:44:43     07-10-2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თიანეთში შვილის მკვლელობის გამო მამა დააკავეს 1940 წელს დაბადებულ დ.ფ-ს ბრალად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა ედება.
დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით სხეულზე ჭრილობები მიაყენა შვილს - 1962 წელს დაბადებულ გ.ბ.-ს, რომელიც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა", - წერია უწყების განცხადებაში.