ფიზიკურად აღარ ექნება შესაძლებლობა პროცესებს დაესწროს - ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე

  11:40:24     07-10-2021

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მეშვიდე დღეა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილს საპატიმროში დღეს მისი ადვოკატები მოინახულებენ, რომლებიც ამბობენ, რომ მსჯავრდებული პრეზიდენტი პროცესების ჩანიშვნას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება.

"მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული დროის შემდეგ მას აღარ ექნება ფიზიკურად იმის შესაძლებლობა, რომ პროცესებს დაესწროს, ამიტომ სასამართლოს ვთხოვეთ, რომ რაც შეიძლება მალე, უახლოეს დღეებში მოხდეს სხდომის ჩანიშვნა", - თქვა დიმიტრი საძაგლიშვილმა.