ახალი ვეტმფრენი „მისტრალზე“
12:05:53     22-08-2011
საგემბანო საბრძოლო ვერტმფრენების კა–52კ - ის პირველი პარტია, რომლებიც იქმნება საჯარისო ავიაციის კა–52 "ალიგატორის" ბაზაზე, იქნება აგებული და გაივლის გამოცდებს 2014 წლისათვის. ეს კბ „კამოვის“ გენერალურმა კონსტრუქტორმა სერგეი მიხეევმა განაცხადა.ახალი ვერტმფრენები ბაზირებული იქნება „მისტრალის“ კლასის ვერტმფრენმზიდი სადესანტო ხომალდების გემბანზე. ეს ხომალდები რუსეთმა საფრანგეთისგან შეიძინა 2011 წლის ივნისში. კა–52კ–ს პარალელურად, აიგება აგრეთვე სატრანსპორტო–საბრძოლო ვერტმფრენების კა–29–ს გარკვეული რაოდენობა.
ცნობილი გახდა, რომ კა–52კ მიიღებს რიგ სიახლეებს ვერტმფრენის საბაზო მოდელთან შედარებით. კერძოდ, მანქანა აღიჭურვება ფრთებისა და კონსოლების დაკეცვის მექანიზმით, აგრეთვე გაძლიერებული შასით, რომელიც საშუალებას მისცემს, განხორციელდეს ვერტმფრენის დაშვება გემბანზე ძლიერი რწევის დროს.