ვაჩერებთ AstraZeneca-ს პირველ დოზებზე რეგისტრაციას - ამირან გამყრელიძე
13:43:33     05-10-2021
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, AstraZeneca-ს პირველ დოზებზე რეგისტრაცია ჩერდება.
"სამწუხაროდ, ვაჩერებთ AstraZeneca-ს პირველ დოზებზე რეგისტრაციას. მოთხოვნა ნაკლებია, ამიტომ რეგისტრაცია პირველ დოზებზე არ გვაქვს ახლა AstraZeneca მხოლოდ მეორე დოზებისთვის გვაქვს, მაგრამ ვნახოთ კოვაქსი თუ მოგვაწვდის ასტრაზენეკას მერე ვნახავთ", - თქვა ამირან გამყრელიძემ