საფუარით მომზადებული ბლინები
12:05:16     22-08-2011
მასალა:
400 გრამი ხორბლის ფქვილი
½ ლიტრი რძე
2-3 ცალი კვერცხი
40 გრამი ზეთი
½ სუფრის კოვზი მარილი
½ ჩაის კოვზი შაქარი
15 გრამი საფუარი
კარაქი შესაწვავად
250 გრამი რძე მსუბუქად შევათბოთ და გავხსნათ მასში საფუარი. გახსნილი საფუარი შევურიოთ ფქვილს, მოვზილოთ ცომი და დავდგათ თბილ ადგილას. როდესაც ცომი დაიწყებს გაფუებას, ჩავამატოთ მასში დარჩენილი რძე წინასწარ გახსნილი კვერცხის გულებით, გამდნარი ზეთით, მარილით და შაქრით. ყველაფერი კარგად გადავურიოთ ერთმანეთში, ვაცალოთ ცომს გაფუება. ბლინების გამოცხობამდე დავამატოთ ათქვეფილი კვერცხის ცილა. ბლინები უნდა შეიწვას კარგად გაცხელებულ, კარაქწასმულ ტაფაზე.