სააკაშვილის საქმეზე დაკავებული მამა-შვილი ფოთის პორტის თანამშრომლები არიან

  18:19:14     04-10-2021

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებული კიდევ ორი პირი მამა-შვილი, ზურაბ და შალვა წოწორიები, ფოთის პორტის თანამშრომლები არიან. ისინი ცოტა ხნის წინ მოინახულა ადვოკატმა.

წოწორიებს პროკურატურა დანაშაულის დაფარვას ედავება და ამტკიცებს, რომ ბრალდებულებმა მიხეილ სააკაშვილი ავტომობილით სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს.