" სად იმყოფება ბატონი სააკაშვილი, ამას ჩვენთვის ძალიან დიდი ინტერესი რა თქმა უნდა არ აქვს" - იუსტიციის მინისტრი

  15:05:03     01-10-2021

"ეს არის მოდელირებული ქრონიკის ავტორების მოდელირებული ბათუმის ახალი ქრონიკები" - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების შესახებ ინფორმაციას. 

როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, დიდი ინტერესი არ აქვთ, თუ სად იმყოფება მესამე პრეზიდენტი.

" რაც შეეხება იმას, თუ სად იმყოფება ბატონი სააკაშვილი, ამას ჩვენთვის ძალიან დიდი ინტერესი რა თქმა უნდა არ აქვს. თუ ის იქნება საქართველოში, რა თქმა უნდა, პასუხს აგებს ქართული სამართლის წინაშე", - თქვა რატი ბრეგაძემ.