არ გამოვრიცხავთ, "ფორმულას" მაუწყებლობას ხელი არჩევნებამდეც შეუშალონ - გუმბარიძე

  21:22:02     30-09-2021

"ფორმულას" გენერალური დირექტორი ზუკა გუმბარიძე არ გამორიცხავს, რომ არხის დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები ფორსირებულად განვითარდეს და ამით ტელეკომპანიას მაუწყებლობაში ხელი არჩევნებამდეც შეუშალონ. 

"ბუნებრივია ამ დავის ერთადერთ საგანს წარმოადგენს "ფორმულა" იმიტომ, რომ დავით კეზერაშვილი სხვა აქტივებს საქართველოში ფაქტიურად არ ფლობს. შესაბამისად, თუ მოხდება უზრუნველყოფის სახით მოთხოვნა მისი ქონების და აქტივების დაყადაღების, ეს ნიშნავს იმას, რომ "ფორმულაში" მისი წილიც დაყადაღდება. ის არის "ფორმულაში" საკონტროლო პაკეტის მფლობელიც, შესაბამისად, სახელმწიფო ფაქტიურად შეძლებს "ფორმულაზე" კონტროლი დაამყაროს. 

ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ 43% ვერ აგროვებს ამ არჩევნებზე. ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი როლი ამ ყველაფერში აქვს იმ ეგზიტპოლებს, რომელიც ჩვენ ზუსტად 8 საათზე უნდა გამოვაცხადოთ 2-ში, "ედისონ რისერჩის" გამოკითხვები, რომლისაც მათ ძალიან ეშინიათ. შესაბამისად, ჩვენ არ გამოვრიცხავთ იმას, რომ არჩევნებამდეც კი რამე ტიპის ხელშეშლა მოხდეს "ფორმულას" მაუწყებლობის და ძალიან ფორსირებულად განვითარდეს მოვლენები", - თქვა ზუკა გუმბარიძემ. 

ცნობისთვის, ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტროს დავით კეზერაშვილისა და მისი თავდაცვის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე ნინუას წინააღმდეგ საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეაქვს. უწყება "დანაშაულებრივი ქმედებით მიყენებული ზიანის" ანაზღაურებას ითხოვს.